“ნატოს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს გაწევრიანება, ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია”

საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით არის სწორი და ეფექტური გზა ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, სწორია და ქვეყანა თავისი არმიით მზადაა ნატოს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანდეს.
“ჩვენ, მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, არის სწორი. ჩვენ არა თუ ერთი ასეულით, არამედ სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატოს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, ეს ამაღლებს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამაღლებს ჩვენი პარტნიორების ვალდებულებას, რომ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის სწორი პოლიტიკა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპაციის დასრულება უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ეს მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები