ბრიუსელში გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერს ბრიუსელში, ნატიფი ხელოვნების სასახლე “Bozar”- ში, ბელგიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა, მათ შორის ქართული კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მელოდიები. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნაწარმოებები შეასრულეს გიორგი ცაგარელმა, ნატო მეტონიძემ და ლიზა ბაგრატიონმა. კონცერტი განხორციელდა ფლანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.