ნიუ-იორკში, ქართული დღეების „Discover Georgia“ ფარგლებში გამოფენა „სუვენირები საქართველოდან“ გაიმართა
25-27 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ნიუ-იორკში, ქართული დღეების „Discover Georgia“ ფარგლებში, მოეწყო გამოფენა „სუვენირები საქართველოდან“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი ხალხური რეწვის ოსტატის მიერ უნიკალური ქართული ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები (ბატიკა, მეთუნეობა, ჭედურობა, მინანქარი და სხვ.). დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიას, ტრადიციასა და ხელოსნობას გაეცნო. გამოფენაზე მისულ სტუმრებს ქართული ხელოვნების ნიმუშების ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც მიეცათ.
ქართული დღეები „Discover Georgia“, ჩელსი მარკეტის ტერიტორიაზე, გაეროს 2015 წლის სამიტის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ქვეყნისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ქართული დღეების ფარგლებში, ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი იქნა, როგორც ქართული ხალხური რეწვის ოსტატების, ასევე ქართველი მხატვრებისა და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. აუდიტორიას ქართული კომპანიების მიერ წარმოებული საკვები და სასმელი პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც მიეცა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო.