დავით ბაქრაძემ და ნილ სკოტმა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებაზე იმსჯელეს
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დირექტორთან, ნილ სკოტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა UNDP-ს დახმარების ფარგლებში მიმდინარე აქტივობები განიხილეს.
ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო მხარდაჭერის პერსპექტივებზე ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო მხარდაჭერის პერსპექტივებზე.
ამავე კონტექსტში, მხარეებმა ასევე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ახლად შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარების სამომავლო ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ის დახმარებები, რაც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ერთმანეთს ხელს უწყობდეს და ავსებდეს იმ პროცესებში, რაც უკავშირდება, ერთის მხრივ, ასოცირების შეთანხმების შესრულებას, მეორეს მხრივ იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჯარო ადმინისტრირების კუთხით, ასევე, სოფლის მეურნეობის საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს თან ახლდეს სტრატეგიული კომუნიკაცია. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.