წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირებისთვის გარემოს ეროვნული სააგენტო 30 000 ევროს მიიღებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ საგენტოსთვის 30 000 ევრომდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზემოხსენებული თანხით წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირების მიზნით, თანამედროვე ტიპის მოწყობილობებს შეიძენენ, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეფექტურ მუშაობას, კერძოდ, გაძლიერდება სააგენტოს შესაძლებლობები წყალდიდობების რისკების მონიტორინგის პროგნოზირების კუთხით.
საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.