კახა კალაძე: გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში

გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც „გაზპრომთან“ მიმართებაში მიზანმიმართულადაა ატეხილი.
მისივე თქმით, საქართველო 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიას სწორედ რუსეთისგან იღებს.
„სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. ჩვენ წლებია „გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ამ თემის მიმაჩნია არასწორად. გარდა „გაზპრომისა“, ჩვენ გვაქვს კარგი, მჭიდრო ენერგეტიკული ურთიერთობები რუსეთთან. იმ ზამთრის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგია რუსეთიდან შემოგვაქვს, ამიტომ ამ თემის რაღაც პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიმაჩნია არასწორად“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები