პატრიარქის ნათლული კიდევ 1350 ბავშვი გახდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული კიდევ 1350 ბავშვი გახდა. რიგით მეორმოცე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გაიმართა.
ნათლობის დასრულების შემდეგ, ტაძარში უწმინდესი მიბრძანდა და ნათულები დალოცა. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს 24 640 ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.