ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ არ ახდენენ სახელმწიფო სამსახურები მძღოლების ინფორმირებას.
“ასეთი ავტომობილის მფლობელი კი დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი უნდა იყოს. გაურკვეველია ასევე, დარღვევის შემთხვევაში რა ტიპის სანქციები გატარდება მძღოლის მიმართ? ასევე გაუგებარია, სად და ვინ ახდენს შემოწმებას? სამწუხაროდ კითხვა გაცილებით მეტია ვიდრე პასუხი. ჩვენი ასოციაცია მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება ავტომფლობელების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არის სრულიად უპასუხისმგებლო. ამავე დროს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან საკითხი არ განხილულა. მოვუწოდებთ, სახელმწიფო სამსახურებს გააკეთონ განმარტება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება სრულყოფილად“, – აღნიშნულია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები