ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა 29 სექტემბერს სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გასვლითი შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. ფინანსთა სამინისტრომ მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა გაითვალისწინა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.
საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა აჩვენეს და პროდუქციის მარკირების პროცესი გააცნეს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები