თბილისის საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის მოხელეთა კონკურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თბილისის საკრებულოს აპარატი წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის მოხელეთა 48 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
” კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: განაცხადის გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება;
კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზეგანაცხადი წარადგინოს ერთდროულად არა უმეტეს ხუთ ვაკანსიაზე, ხუთზე მეტვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გააგრძელებსკონკურსში მონაწილეობას;
იმ ვაკანტური თანამდებობებისათვის, რომელთათვის სავალდებულო მოთხოვნად დადგენილია უმაღლესი განათლება ან/და სამუშაო გამოცდილება კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებლ ვებ გვერდზე(www.hr.gov.ge),„ჩემი რეზიუმე“-ს „დამატებითი დოკუმენტაციის“ბლოკში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურ ენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); ბ) სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის ასლი (შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა).
საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსს ატარებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია. (მისამართი: თავისუფლების 2).
კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა დადროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კონკურსანტიტესტირებაზე და გასაუბრებაზე არ დაიშვება.
პირს I (განაცხადების გადარჩევა) და III ეტაპის (გასაუბრების) თაობაზესაპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითიფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოოგადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობითგაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტითგაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოოგადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიოკომისიაში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიოკომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთანდაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,სასამართლოში.
II ეტაპის – ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით, შესაბამის დაწესებულებაშიიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელიც ტესტირების პროცესის დასრულებიდან(ტესტირების ჩატარების დღიდან) 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავსსაჩივრებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
საჩივარი ტესტირებაში მონაწილე პირმასაპრეტენზიო კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი ტესტირების ჩატარებისდღიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში.
საპრეტენზიო კომისია მიღებულგადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: (+995) 032 2 15 98 98 451/456″ , – ნათქვამია თბილისის საკრებულოს განცხადებაში.