შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

29 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირის – „მშობლების თანადგომა“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ თექისგან, თიხისგან და სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული აქსესუარები, სუვენირები და ნახატები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კავშირი „მშობლების თანადგომა“ ახორციელებს პროექტს – „ხელოვნება ინტეგრაციისათვის“, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, განვითარება და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.
კავშირი „მშობლების თანადგომა“ 2006 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები