ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში

ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოფიციალური ვიზიტისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში მუდამ პრინციპული იქნება.
„ჩვენ ვრჩებით და დავრჩებით ყოველთვის პრინციპულნი ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამ პრობლემას სჭირდება გონივრული მიდგომა. და ამ პრობმელემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი“,-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები