ირაკლი ღარიბაშვილი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს, რალფ გონსალვესს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები