ხვალ „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა გაიმართება
29 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ 11:00 საათზე „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დროს მიმდინარე საკითხების განხილვასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან ერთად, მოხდება ახალი წევრების მიღება და კლუბის წევრებისგან წამოსული სხვადასხვა ინიციატივმების განხილვა.
შეხევდრას კლუბის წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
დღის წესრიგი:
10:30 – დელეგატების რეგისტრაცია;
11:00 – საიტის და კვლევის პრეზენტაცია;
11:30 – ინტრანეტის პრეზენტაცია;
12:00 – 13 ივნისის ანგარიში და დაზარალებულების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია;
12:30 – გლობალ კომპაქტის პროექტის პრეზენტაცია;
13:30 – ახალი წევრების დამატება და სამუშაო ჯგუფების შექმნა;
14:00 – სადილი
„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/ პარტნიორებთან/ დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 50 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.
ამ ეტაპზე კლუბის წევრია 50 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.