საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი მომავალ წელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა გაეროში, ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის თავმჯდომარეობისას საქართველოს მიმართ გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რომელმაც თავის მხრივ თანხმობა განახცადა და მიწვევა მიიღო.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა გაეროში, ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები