ლონდონში ქართული ფილმების მე-4 ფესტივალი გაიმართება

1-7 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ლონდონის ვესტენდში, კინოთეატრში REGENT STREET CINEMA ქართული ფილმების მე-4 ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“ გაიმართება.
REGENT STREET CINEMA, 180-ადგილიანი კინოდარბაზით, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ცენტრია ლონდონში. ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წლის ისტორია აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა ბრიტანეთში.
ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართულ კინოკლასიკას და ძველი შედევრების აღდგენილ ნამუშევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები