ახმეტელის თეატრი 35-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით „ბედისწერის თეატრი“ გახსნის

2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 35-ე სეზონი პრემიერით გაიხსნება. სპექტაკლი „ბედისწერის თეატრი“ ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. (ინსცენირება საბა მეტრეველისა). სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით ქართულ თეატრში პირველად დაიდგა.
ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან, ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას.
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. თეატრის ფოიეში გაიხსნება ფოტოგამოფენა – „გოდერძი ჩოხელი გადასაღებ მოედანზე“ და ახმეტელის თეატრის მაყურებელს მთელი სეზონის განმავლობაში მისი დათვალიერების საშუალება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები