ევროკავშირის შემფასებელთა მისია საქართველოში დღეს ჩამოდის

ევროკავშირის შემფასებელთა მისია საქართველოში დღეს ჩამოდის, რათა გადაგვამოწმონ 4 მიმართულებით: კორუფცია, მიგრაცია, თავშესაფარი და ტრეფიკინგი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, გიგიაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა წევრი ქვეყნების ექსპერტები, ევროკომისიის ანგარიშს, საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამოაქვეყნებენ.
“დღეიდან იწყება ევროკავშირის შემფასებელი მისიების ვიზიტი საქართველოში. ისინი გადაგვამოწმებენ ჩვენ 4 მიმართულებით. ესენია: თავშესაფარი, მიგრაცია, ტრეფიკინგი და კორუფცია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ თანმიმდევრულად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის ევროკომისიის მესამე ანგარიშში, იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ექსპერტების შეფასება იქნება დადებითი და წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ევროკომისიის დადებითი დასკვნა, რაც შესაბამისად, შემდგომში საშუალებას მისცემს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და გზას გაუხსნის საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამუშაო შევხედრები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები