ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტონი ბლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოიწვია, რაზეც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ტონი ბლერთან ნიუ იორკში შედგა. შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები