დიმიტრი ქუმსიშვილი: წარმოდგენილი პროექტებიდან, ორს ინვესტორი გამოუჩნდა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტროში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც 15-მდე საინვესტიციო პროექტი მოამზადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაინტერესებულ პირებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესთავაზოს ეს პროექტები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე წარმოდგენილი პროექტებიდან ორს ინვესტორი გამოუჩნდა – ეს არის სამშენებლო მასალების წარმოება, აგროპროექტების გადამუშავება, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა.
„ერთი წლის წინ, ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელმაც 15-მდე საინვესტიციო პროექტი მოამზადა. მათი ჯამური ღირებულება 80 მილიონი დოლარია, ხოლო მათი სრული განხორციელების შემთხვევაში, ათასი ადამიანი დასაქმდება. ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაინტერესებულ პირებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესთავაზოს ეს პროექტები, გააცნოს რა არის აუცილებელი მათი განხორციელებისათვის და რა დაბრკოლებები იქმნება. ასევე, რა უპირატესობა ექნება ქვეყანას ამის განხორციელებით. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს თავად ინდუსტრიული ჯგუფი დაეხმარება პროექტის იმპლიმენტაციაში“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი „თბილისი მარიოტში“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება და სამინისტროში შექმნილი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები