შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარები 28 სექტემბერს ვაქცინაციას ატარებენ: თბილისში – ვაკის პარკი; ავჭალა – სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი – მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში); ქუთაისში – ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი); ზუგდიდში – გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი); თელავში – ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან; რუსთავში – იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი; ახალციხეში – ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი); მცხეთაში – აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი); გორში – ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ; ბათუმში – გოგებაშვილის 46ა; ოზურგეთში – ვ.დოლიძის N10; ამბროლაურში – ბრატისლავა – რაჭის 17ა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები