არტ ჯგუფ „შტრიხის“ ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიმართება

30 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა (უზნაძის 68) მასპინძლობს არტ ჯგუფ „შტრიხის“ ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება პროფესიონალ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენის ორგანიზატორია მხატვარი რევაზ ცუცქირიძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფის „შტრიხის“ შექმნას. „შტრიხი“ გულისხმობს მიზანს… მისი მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა. ყველა მხატვარს თავის განსაკუთრებული შტრიხი და სათქმელი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები