გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. ამერიკაში მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ და შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დიასპორის ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში ასრულებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ემიგრანტების ხალხურმა ანსამბლმა „ფესვებმა“ პრეზიდენტის პატივსაცემად რეპერტუარიდან რამდენიმე საკონცერტო ნომერი შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები