„როლანდ ახალაიას შესახებ უსუფაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს“

  დეპუტატ როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ საკითხზე ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის პოზიციას დავით უსუფაშვილი ხვალ დეტალურად განმარტავს.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები