სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში „იავნანას“ ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში (STRASBURG CONVENTION CENTRE), პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „იავნანას“ ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სოლისტებმა და საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღეს;
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო) – ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო) – ოთარ ჯორჯიკია (ტენორი) – ლადო ათანელი (ბარიტონი) – პაატა ბურჭულაძე (ბანი); საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები