ირაკლი ღარიბაშვილი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე დავიდ არტურ გრეინჯერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაიანას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები