შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა (ვიდეო)

შსს-ს აკადემიაში დოკუმენტების მეორადი ინსპექტირებისა და ექსპერტიზის თემაზე ტრენინგი ჩატარდა და მასში მონაწილეობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტების თანამშრომლები იღებდნენ.
სწავლება პროექტ- “საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში” ფარგლებში,ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.
ტრენინგს ორგანიზებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უწევდა. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ლექციები ნიდერლანდების სამეფოდან მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაუტარეს.
ტრენინგის მიზანი იყო ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენა და მეორადი ინსპექტირების კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ რიჩმონდმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ სერტიფიკატები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები