პრემიერი: ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს

ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე გლობალური ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.
„ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები