ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე დაესწრნენ.