პრემიერ-მინისტრი ანგელა მერკელს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანცლერმა საქართველოს მთავრობის მეთაური მოიკითხა და წარმატება უსურვა.