ირაკლი ღარიბაშვილს ბილ კლინტონმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიაზე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
გახსნამდე, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, სახელმწიფოების მეთაურებს დახურულ მიღებაზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბილ კლინტონს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები