ცენტრალური აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობისათვის ევროკავშირის მისიაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რაც ქართველმა სამხედროებმა შეიტანეს ცენტრალური აფრიკის მისიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
გიორგი კვირიკაშვილისა და სამუელ რანგბას შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა. მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე, თუ რა წვლილი შეუძლია შეიტანოს საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ინსტიტუციურ განვითარებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები