მამუკა არეშიძე: პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა აბსოლუტურად პროტოკოლური იყო

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ  გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა, ფორმატის შესაბამისი იყო.
არეშიძის განმარტებით, ამ გამოსვლას არც კრიტიკული და არც დადებითი შეფასება არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ის ჩვეულებრივი, პროტოკოლური გამოსვლა იყო და წინასწარ გათვალისწინებულ 3 წუთიან ფორმატში ჩაჯდა.
ექსპერტის განცხადებით, საკვანძო გამოსვლა 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი და ამ გამოსვლაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გამოწვევები და ის პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს.
„აბსოლუტურად პროტოკოლური გამოსვლა იყო. არაფერი განსაკუთრებული აქცენტები იქ არ თქმულა, გარდა იმისა, რომ საქართველო ერთგულია იმ შეთანხმებისა, რომელიც 2000 წელს იყო სამიტზე მიღებული და საქართველო ამ გზაზე სვლას გააგრძელებს. ეს გამოსვლა 3 წუთიანი გამოსვლების ფორმატში ჩაჯდა. საკვანძო გამოსვლა 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი და მე ვფიქრობ, ამ გამოსვლაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გამოწვევები და ის პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს. ის ნამდვილად სერიოზულად იქნება შესაფასებელი. ეს კი ჩვეულებრივი, პროტოკოლური  გამოსვლა იყო, ასე გამოვიდა კონკრეტული ქვეყნის სხვა არაერთი ლიდერი“, – განაცხადა არეშიძემ.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად,  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები