მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია “არა ოკუპაციას” მიმდინარეობს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია “არა ოკუპაციას” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ნატოს დროშა და წარმოდგენილია აფხაზეთის ომის შინაარსის ამსახველი ფოტოები.
აქციის ორგანიზატორია “აფხაზთა კრება”.
როგორც შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული უწყება კოლაბორაციონისტულ სტრუქტურად იქცა.
“აქციას ეწოდება “არა ოკუპაციას” და იგი მოიცავს რამდენიმე თემას: “არა კოლაბორაციონიზმს”, “არა მტერთან თანამშრომლობას”, “არა რასიზმს გალის რაიონში. აქციას კანცელარიასთან ვმართავთ, ვინაიდან ის კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები