პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთი არის დაქცეული, არაფერი არ შენდება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღესდღეობით აფხაზეთში არაფერი არ შენდება.
“აფხაზეთში არაფერი არ შენდება. ჩვენ ვხედავთ საქართველოში შენდება გზები, ხიდები, ქალაქები – ამ დროს აფხაზეთი არის დაქცეული და ვერანაირი მისი ძლევამოსილი ე.წ. მისი მეგობარი სახელმწიფო ერთ რუბლსაც კი არ აძლევს, რომელიც განავითარებდა აფხაზეთს”, – განაცხადა პაატა ზაქაზრეიშვილმა გამოფენაზე, რომელიც სოხუმის დაცემის 22-ე წლისთავს ეძღვნება.
ექსპოზიცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და ის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები