“სწორი სტრატეგიის პირობებში არის პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ“

საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, ეს მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მრავალი მიზეზის გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მსოფლიო პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. “ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული იმ სტრუქტურებში, რომელსაც საქართველოსთვის ამ მძიმე დღის თავიდან აცილება ევალებოდა. ახლა საჭიროა ყველაფრის სერიოზული, სიღრმისეული ანალიზი. მსოფლიო პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ის, რაც მოხდა, მნიშვნელოვნად გასულია ქართულ-რუსული ურთიერთობების სფეროდან. ჩვენი საკითხების მიმართ მსოფლიოს ყურადღება ხარისხობრივად არის სხვა. ვფიქრობთ, სწორი სტრატეგიის პირობებში არის პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები