ნოდარ ჯავახიშვილმა უნიკალური ფოტოების გამოფენა გახსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
გამოფენაზე აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები