აფხაზეთის ომში დაღუპული კურსანტის ოჯახს შს მინისტრის სახელით საჩუქარი გადაეცა
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი მერაბ ჩიხლაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტის ალექსანდრე დათებაშვილის ოჯახს ესტუმრა.
აღნიშნული ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის.
დაღუპული კურსანტის მშობლებს მინისტრის სახელით მერაბ ჩიხლაძემ საჩუქარი გადასცა.