დღეს ავტობუსები განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“27 სექტემბერს 18:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ნიკოლოზ ნადირაშვილის კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შეიცვლება აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ: № 4, 10, 90, 103, 106, 112 ავტობუსები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 – პეტრე მელიქიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ. – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მარჯვენა სანაპირო – ბარათაშვილის ქ. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. – ბარათაშვილის ხიდი – მარცხენა სანაპირო – ბარათაშვილის ხიდი – მარჯვენა სანაპირო – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ.; № 20, 23, 95 – იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 – იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს); № 124 – რუსთაველის გამზირი მობრუნდება პატარა წრეზე და შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას კოსტავას ქ. – ჭოველიძის ქ. – ბარნოვის ქ. – მაყაშვილის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – ჭონქაძის ქ. – ამაღლების ქ. უკუმიმართულებით: ამაღლების ქ. – ჭონქაძის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – მაყაშვილის ქ. – ზანდუკელის ქ. – ბარნოვის ქ. – შანიძის ქ. – მელიქიშვილის ქ.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები