უმრავლესობის დეპუტატები სტრასბურგში საქართველოს სასამართლოში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი თემა სასამართლო სისტემა, მათ შორის ის საკითხი იქნება, გამოიყენება თუ არა საქართველოში ხშირად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის დეპუტატ მანან კობახიძის თქმით, 2012 წლამდე საქმეების 99%-ზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება ხდებოდა.
დეპუტატის თქმით, დღეს რეალობა სხვაგვარია. “პრაქტიკა უკეთესობისკენ არის შეცვლილი თუ შევადარებთ 2012 წლამდე არსებულ პრაქტიკას, როდესაც საქმეების დაახლოებით 99%-ში გამოყენებული იყო წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. დღეს ეს რეალობა არ არის და 36%-ზე მეტად არის შემცირებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამოყენება“, – განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატ ეკა ბესელიას აღნიშნულ თემაზე “ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიმართ შენიშვნები აქვს. “ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები ამ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ავტორი არის “სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი საპარლამენტო ასამბლეაში. ბუნებრივია, გარკვეული მიკერძოებული ჩანაწერები მათი პოლიტიკური პარტნიორის “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები