დავით უსუფაშვილი: პირველად, უსუფაშვილს, მეჭიაურს, თოფაძეს და ძიძიგურს როლი დაეკისრათ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად უფრო ბედნიერი იქნებოდა „რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამის მიხედვით რომ ემოქმედა, თუმცა პარტია ცალკე ვერაფრის შემძლეა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„პოლიტიკურად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, ამეღო “რესპუბლიკური პარტიის” პროგრამა, დამედო წინ და იმის მიხედვით მემოქმედა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ “რესპუბლიკური პარტია” ცალკე აღებული არ და ვერ არის შემძლე, რომ ეს აკეთოს.
დღეს არის კოალიციის ის პარტნიორები, ვინც არის. არ გამოვა კოალიციური ურთიერთობა, თუ მეტი არ გვაერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს და მეორე, თუ არ არის წინასწარ მკაფიო შეთანხმება. ჩვენ აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს. პირველად მოხდა, რომ უსუფაშვილს, მეჭიაურს, თოფაძეს და ძიძიგურს როლი დაეკისრათ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მანამდე გვაინტერესებდა, რა უნდოდა სააკაშვილს, შევარდნაძეს, გამსახურდიას, ან თუნდაც ივანიშვილს. ახლა გახდა შესაძლებლობა, განსხვავებული ადამიანების რაობაზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები