გიგლა აგულაშვილი ბათუმში პრეზენტაციას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აჭარის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში” მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში – პრეზენტაციას დაესწრო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გიგლა აგულაშვილთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიმართეს.
შეხვედრის ფარგლებში, ახალი ოთხწლიანი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც ხელს შეუწყობს ბათუმს, შემოიღოს მდგრადი სატრანსპორტო სისტემები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას მწვანე ქალაქის განვითარებისაკენ. მდგრადი განვითარების მიზნები ჩაანაცვლებენ ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ეს ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლობას, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. მსოფლიოს 150 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, ლიდერები შეთანხმდებიან მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ 25-27 სექტემბერს გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, აშშ, რომელიც გაიმართება გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად. პროექტი „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის (ISTBAR)” ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ურბანული ტრანსპორტის შემოღებას ბათუმში და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას საქართველოში.
ოთხწლიანი პროექტის ბიუჯეტი აღწევს 1.2 აშშ დოლარს. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები