პაატა ზაქარეიშვილი: პრემიერმა რეგიონში საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას დადებითად აფასებს.
ზაქარეიშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას რეგიონში მან ხაზი მკაფიოდ გაუსვა.
“საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას რეგიონში, ახსენა სწორედ ენერგოდერეფნის ფაქტორი, რომ საქართველოს ამ მიმართულებით სერიოზული პოტენციალი გააჩნია. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიები, რომლებიც არის ოკუპირებული, დღეს ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი და მსოფლიოს ჩართულობა არის საჭირო, მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც წინ მიდის”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა – ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები