შინდისის მოსახლეობას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება

სოფელ შინდისის მოსახლეობას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება – ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.
“თბილისს შემოერთებულ სოფელში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი დღემდე არ არსებული საკანალიზაციო სისტემის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. ასევე სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წლის პრობლემას მოუხსნის. სოფელ შინდისში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე – ბადრი ხვადაგიანთან ერთად გაეცნო. დეპუტატმა დღესვე კოჯორში, წავკისსა და კიკეთში რამდენიმე კილომეტრიანი გზის საფარის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა“,-აღნიშნულია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები