საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს დეპუტატებმა გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემიდან 22 წლისთავზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ გაიხსენა ომში დაღუპული გმირები. „დღეს ჩვენ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ომში გმირულად დაღუპულ მეომრებს. საკრებულოს მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეს სამშობლოს გმირები და მათ ოჯახებს ქონდეთ სათანადო პატივი და დაფასება“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები