თინა ხიდაშელი ოპოზიციას პასუხობს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტს ეხმაურება და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს ინფორმაცია ჯერ გადაამოწმონ და შემდეგ დაიწყონ კრიტიკა.
ხიდაშელის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვრცელი სიტყვითაც წარსდგება.
“მინდა, რომ ყველას მოვუწოდო გადავამოწმოთ ინფორმაცია. ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელსაც აკრიტიკებენ, მას ექნება საშუალება ვრცელი გამოსვლისათვის”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყველანაირად აცდენილი იყო იმ გზავნილებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს უნდა მიეწოდებინა ამ მაღალი ფორუმისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები