პრობაციონერებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები 15 პირობით მსჯავრდებულთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრებ გულნაზ ჯავახიშვილს ყურძნის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ.
სტუმრებმა მევენახე ქალბატონის ნაკვეთში დაახლოებით 3 ტონა, რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენი დაკრიფეს. სამინისტროს თანამშრომლები გულნაზ ჯავახიშვილს მოსავლის რეალიზაციაშიც დაეხმარნენ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად უწევენ დახმარებას მოსახლეობას მოსავლის აღებასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში. მსგავს ჰუმანიტარულ აქციებში პრობაციონერთა ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას.