მუხიანში სკვერებს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარეს

მუხიანის დასახლების  IV-ა მ/რ-ის N 5 და  N 8, IV-ბ მ/რ-ის  N 33 და N 35 კორპუსებს შორის სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  255 000 ლარი გამოიყო. როგორც “კვირას” გლდანის გამგეობიდან აცნობეს, სკვერში დაიდგა ახალი საპარკო სკამები, ატრქციონები, საქანელები, დაიგო კაუჩუკის ხელოვნური საფარი. მოეწყო გაზონები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოები შპს “სამშენებლო ლაბორატორიამ“  ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოა.
აღნიშნული სამი სკვერი  ყველა ასაკის მოზარდებისთვის არის გათვალისწინებული. ასევე მოწყობილია  მოსასვენებელი პავილიონები, სადაც  მეზობლად მდებარე  კორპუსების მოსახლეობას შეუძლია დაისასვენოს და გაერთოს. მალე გლდანის რაიონის ტერიტორიას კიდევ ხუთი ასეთი სკვერი შეემატება.
,,გლდანში წლების მანძილზე არცერთ სკვერს არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები. არცერთ მათგანს სკვერის სახე აღარ ქონდა. ასე, რომ სამუშაოები  ცარიელ  ტერიტორიაზე  ვაწარმოეთ. სამუშაობის მიმდინარეობის პარალელურად გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ვითვალისწინებდით მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ასე რომ,  ეს სამი და დანარჩენი ხუთი სკვერი მოსახლეობის  სურვილის  გათვალისწინებით გაკეთდა. აქ ის სივრცეა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი დაისვენებს და გაერთობა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები