დღეს ვარდების მოედნიდან გმირთა მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება
დღეს, სოხუმის დაცემიდან 22 წელთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან გმირთა მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუდენტების ორგანიზებით, მასშტაბური მშვიდობიანი მსვლელობა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიმართება.
“ჩვენი თაობა ის უმნიშვნელოვანესი ძალაა, რომელიც მზადაა ჩვენს აფხაზ თანატოლებთან ერთად მშვიდობიან საქართველოში იცხოვროს.
27 სექტემბერს, 17:30 საათზე, ვარდების მოედანზე, პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას და მშვიდობა ვუსურვოთ ენგურს მიღმა დარჩენილ საქართველოს”, – აცხადებენ სტუდენტები.
მსვლელობაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე მიიღებს.