უსუფაშვილი: მარგველაშვილი იქნება ის, თუ ტრაპაიძე, აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია

მე მას აღვიქვამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტად, სახელმწიფოს მეთაურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“მე მას აღვიქვამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტად, სახელმწიფოს მეთაურად. გიორგი მარგველაშვილს კონკრეტულად და პერსონალურად ვიცნობდი, როდესაც ორივე ახალგაზრდები ვიყავით, აქტივისტები არასამთავრობო სექტორში და ასე შემდეგ. ამიტომ მე მას აღვიქვამ ამ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი და კარგი გააკეთოს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუნდის წევრობას, გიორგი მარგველაშვილი არ არის “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, არ არის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრი. ეს კონსტიტუციაში უწერია და იგი, როგორც პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერი. ამიტომ ყოველგვარი მცდელობა კოალიციის მხრიდან, თუ სხვა პარტიების მხრიდან, რომ მარგველაშვილი აქციოს თავის ლიდერად, ან არ ჩათვალოს თავის ლიდერად, ან გუნდის წევრად, ეს არის მცდარი მცდელობები. პრეზიდენტს, მარგველაშვილი იქნება ის, თუ ტრაპაიძე, აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები